|
2018-05-04 11:28:23, 1575 ნახვა
ეკონომიკა
ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 1,208,430 მგზავრი, რაც 34 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 903,878. მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 2018 წლის ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,020,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 35 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 754,783. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის ოთხ თვეში მგზავრთნაკადი 14 % გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 104,082 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 118,433 მგზავრი შეადგინა. რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 68,261 მგზავრმა ისარგებლა. რაც 59 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,983. რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1,632 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 91 რეისი შესრულდა.
(NS)
მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყო
კალაძე - სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს
მრავალჯერ ნასამართლებმა პირმა სოფელ ინგირში ერთი ადამიანი დაჭრა და მიიმალა - იგი დააკავეს
საქართველო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღსრულებას ან აფერხებს ან არ ასრულებს - საია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)