|
2018-04-23 14:24:07, 2032 ნახვა
მსოფლიო
სომხეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს
სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიგენ სარქისიანის განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-არმენია" იუწყება. თავდაცვის მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის შესაძლო ამოქმედება ერევანში მასობრივ საპროტესტო აქციებს უკავშირდება. "ჩვენი სურვილია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სურვილიც არის, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდეს, არც ახლა და არც მომავალში. თუმცა, ქვეყნის კანონმდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი სიტუაციების დროს საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ", - განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა. აქციები ერევანში დღეს განახლდა. მომიტინგეებს სტუდენტები და ჯარისკაცებიც შეუერთდნენ. ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)