|
2018-04-21 12:03:49, 2500 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პოლიციამ „სკრიპალების საქმეში“ მთავარი ეჭვმიტანილები გამოავლინა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში მთავარი ეჭვმიტანილები გამოავლინა, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება. როგორც სკოტლანდ-იარდში აცხადებენ, ეჭვმიტანილები რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მედია საშუალების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები იმ ადამიანების სიის ანალიზით დასახელდნენ, რომლებიც ბრიტანეთში ჩაფრინდნენ და მოწამლვის ფაქტის შემდეგ ქვეყანა დატოვეს. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნებოდა, რომ შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისგან (OPCW) სოლსბერიში შემთხვევის ადგილიდან მოპოვებული ნიმუშები შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ სკრიპალები ნივთიერება BZ-თი მოწამლეს. მოგვიანებით შვეიცარიის ლაბორატორია Spiez-მა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს. სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ გააკეთა განცხადება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა. აღნიშნულს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)