|
2018-04-18 16:18:38, 2265 ნახვა
მსოფლიო
ერევანში აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს - დაკავებულია 54 პირი
ერევანში მომიტინგეებმა მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მერიამდე მისასვლელი გზებიც გადაკეტეს. ერევნის პოლიციის პრესსამსახურის უფროსის ედგარ ჯანოიანის განცხადებით, სულ აქციის მსვლელობის დროს 84 პირი დააკავეს, რომელთაგან 30 უკვე გათავისუფლებულია. როგორც ჯანოიანმა აღნიშნა, დაკავებული არიან აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. სამართალდამცველების გარდა, ადგილზე გარდა სპეცრაზმია მობილიზებული. მედიის ცნობით, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ძირითადი საპროტესტო აქცია გაიმართება. აღსანიშნავია, რომ გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. მან მომიტინგეებს მოუწოდა საკასაციო სასამართლოს, პროკურატურის და მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკადა მოეხდინათ. ცნობისთვის, ვითარება ერევანში ორშაბათს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)