|
2018-04-17 12:36:35, 1651 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა 5 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ხუთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. „კერძოდ, მათ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ - ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა რეალიზებულ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი - სამშენებლო და ხის მასალები, ასევე, სამეურნეო დანიშნულების პროდუქცია. საქონლის რეალური მიწოდების გარეშე ფიქტიურად გამოწერილი, გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარს შეადგენს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)