|
2018-04-16 22:23:23, 2038 ნახვა
სამართალი
თამარ ავალიანი: დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს
არჩილ ტატუნაშვილის მამამ და ოჯახის ადვოკატმა მცხეთის პროკურატურა დატოვეს. ისინი საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გივი ტატუნაშვილს მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საქმის ირგვლივ დაკითხულ პირთა ჩვენებებს გაეცნო. „არაფერი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, უბრალოდ ამ საქმის ირგვლივ დაკითხულთა ჩვენებს გავეცანი“,-განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ. არასამათავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თამარ ავალიანის ინფორმაციით, დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს. მისივე განმარტებით, პროკურატურაში ვარაუდობენ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენა გაართულოს: „იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები, გამოითქვა ვარაუდი, რომ ამან შესაძლოა, გაართულოს ექსპერტიზის შედეგების დადება. გაართულოს სიკვდილის მიზეზების დადგენა“,-განაცხადა თამარ ავალიანმა. ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, ყველა საერთშორისო ფორმატში შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი დააყენოს. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)