|
2018-04-16 16:04:34, 1605 ნახვა
სამართალი
ბრალდებულის შვილის ინფორმაციით, ვეფხია ბაქრაძემ და მოკლულის დედამ 10 დღის წინ ხელი მოაწერეს
10 დღის წინ მამაჩემმა და ნათია გობაძემ იუსტიციის სახლში ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ვეფხია ბაქრაძის შვილმა, ლიკა ბაქრაძემ განაცხადა. ამასთან, ბრალდებულის შვილების ინფორმაციით, ბაქრაძის შეწყალების თხოვნით კომისიას მოკლულის დედამ ნათია გობაძემ მიმართა. "როგორც გავიგე ერთად იყვნენ და 10 დღის წინ იუსტიციის სახლში ხელიც მოაწერეს. ამას რატომ არ ამბობენ? ეს ფაქტია, ერთად ცხოვრობდნენ. ორდერი ალბათ იმიტომ გამოიწერა, რომ მამაჩემის და ნათიას ურთიერთობას არავინ დაეთანხმებოდა, მალავდნენ ამ ურთიერთობას. 2015 წელს ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ის რაც მოხდა. მამაჩემმა გაიგო რაღაცები", - განაცხადა ლიკა ბაქრაძემ. ბრალდებულის, კიდევ ერთი შვილის მარიამ ბაქრაძის განცხადებით, მოკლული გოგონას დედა ვეფხია ბაქრაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც აკითხავდა. "მე თვითონ გამიკვირდა, როგორ გამოვიდა ასე მალე მამაჩემი. ვიცოდი რამდენიც ჰქონდა მისჯილი. როცა დავინტერესდი, მითხრა, რომ ნათიამ მიმართა შეწყალების კომისიას თხოვნითო, მაკითხავდაო და ფულსაც მაძლევდაო, მაგრამ არ მინდა, რომ ეს თაკომ იცოდესო", - განაცხადა მარიამ ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)