|
2018-04-10 17:36:34, 1652 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული რ.შ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 იანვარს, საღამოს საათებში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ.შ.-მ გარდაბნის რაიონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეუღლეს - ე.გ-ს თავის არეში მუშტის დარტყმით ძლიერი ფიზიკური ტკივილი მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, მეუღლისგან თავდაცვის მიზნით ე.გ ნათესავის საცხოვრებელ სახლში გაიქცა, სადაც დაახლოებით 23:00 საათზე რ.შ. მივიდა და დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც თავის და სხეულის არეში მუშტებს და ფეხებს ურტყამდა. რ.შ.-ს ქმედების შედეგად ე.გ-მ ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა რ.შ 28 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფ. ქესალოში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ რ.შ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)