12:56 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 15:00:18, 1669 ნახვა

სამართალი
შსს-მ სამეგრელოში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის ბრალდებით, 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელოში საცხოვრებელი სახლების ქურდობის ფაქტები გახსნა.

უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული ლ.ჯ. და 1998 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მიმდინარე წლის 29 მარტს, წალენჯიხაში, 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს და სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ამოიღეს. ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული ი.ე.-ს მფლობელობაში არსებული ავტომობილიც, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი გადაადგილდებოდა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics