2017-03-21 14:02:23, 1220 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მესაზღვრეებს: არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას
„არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას“,-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მესაზღვრეებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა.
თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას," -აღნიშნა პრემიერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან