2017-03-01 23:22:49, 1663 ნახვა
საზოგადოება
სინოდის სხდომა, სავარაუდოდ 7 მარტს გაიმართება
წმინდა სინოდის სხდომა, სავარაუდოდ 7 მარტს გაიმართება.
მამა გიორგი ზვიადაძის თქმით, სხდომის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის გარკვეული არ არის.
მისივე ინფორმაციით, სინოდის სხდომის ზუსტი თარიღის გარკვევის შემდეგ, საპატრიარქო განცხადებას გაავრცელებს.
„წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ ვაცნობებთ“,- აცხადებენ საპატრიარქოს პრესცენტრში.
როგორც საპატრიარქოდან "ექსპრენიუსს" აცნობეს, წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. მათი თქმით, უახლოეს დღეებში, როგორც კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მედიას აუცილებლად წინასწარ აცნობებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან