2017-03-01 17:09:26, 1730 ნახვა
საზოგადოება
2 მარტს გარდაბანს და თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
2 მარტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 1775 აბონენტს და თბილისის რამდენიმე რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს:
„2 მარტს, 03:30-04:30 საათამდე ინტერვალში, 5 წუთით ეგხ „ალავერდი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: გარდაბნის მუნიციპალიტეტის 1775 აბონენტს, ასევე ქ. თბილისის ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს“, - ნათქვამია განაცხადებაში.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან