23:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 17:35:54, 1296 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქის ექიმი: სპეციალისტები ვთხოვთ უწმინდესის გარემოცვას, როგორღაც შემსუბუქდეს მისი დატვირთვა

პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის მდგომარეობა სტაბილურია.

თუმცა, როგორც შარტავამ აღნიშნა, პატრიარქი გერმანელი და ქართველი სპეციალისტების რჩევას ვერ ასრულებს და მძიმე გარემოში უხდება ყოფნა. მისივე თქმით, დატვირთულმა გარემომ და ამ პერიოდში მძიმე მარხვის დაწყებამ შესაძლოა მომავალში პატრიარქს დისკომფორტი შეუქმნას. 

"​უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც შეეფერება ოპერაციიდან ამ ეტაპს, ყველაფერი კარგად მიდის. ერთია რომ გერმანელი და ჩვენი სპეციალისტების თხოვნა იყო, რომ 5-6 კვირის განმავლობაში, მას ჰქონოდა მშვიდი რეჟიმი და რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვა, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვასრულებთ. ახლა, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვშიშობთ, ამის გამო, მომავალში რაღაც დიკსომფორტი არ შეექმნას. ამიტომ ჩვენ სპეციალისტები ვთხოვთ უწმინდესის გარემოცვას, როგორღაც შემსუბუქდეს მისი დატვირთვა. ახლა მძიმე მარხვა დაიწყო, ძალიან დიდი დატვირთვაა, ამიტომ ჩვენ ექიმებს რაიმეს თქმა გვიჭირს. თუმცა, ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ მდგომარეობით", - განაცხადა ცისანა შარტავამ.

მისივე ინფორმაციით, პატრიარქი ​საღამოს 6 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში ანდრია კრიტელის ლოცვას დაესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics