|
2017-02-20 10:40:00, 2585 ნახვა
ეკონომიკა
ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება
გორში, სასტუმრო „ვიქტორიაში" (თამარ მეფის 76) დღეს 12:00 საათზე ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელოვან თემებთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებს რეგიონში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. საუბარია იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც DCFTA სთავაზობს კერძო სექტორს ექსპორტის წახალისების, საექსპორტო პოტენციალის ზრდის, ამ კუთხით მეწარმეთათვის საწარმოთა მართვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და საექსპორტო-სავაჭრო ურთიერთობებში აქტიური ჩართულობის კუთხით. შეხვედრაზე მოხსენებებს გააკეთებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიების მოდერატორი იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)