01:56 - 11 Jun, 2026
|
2017-02-15 13:05:36, 2736 ნახვა
ეკონომიკა
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 26.1%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 226.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26.1%-ით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 88.6 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 86.2 პროცენტი მოდიოდა. 2017 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.4 მილიონი აშშ დოლარი (36.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.9 მილიონი აშშ დოლარისა (29.0 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)