|
2017-02-14 16:51:26, 2435 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი თაბუაშვილი: მოგების გადასახადის რეფორმა ეკონომიკის ზრდას დააჩქარებს
ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) ორგანიზებით მოგების გადასახადის რეფორმის შესახებ საჯარო ლექცია ჩატარდა, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო ლექციის მონაწილეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის რექტორი თამარ ჯაფარიძე და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე. თავის გამოსვლაში, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა თანამშრომლობს ბიზნეს გაერთიანებებთან, რათა მოგების გადასახადის რეფორმისა და მისი სარგებლიანობის შესახებ ბიზნესმა უკეთ შეიტყოს. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საზოგადოებაში მოგების გადასახადის ახალი მოდელის შესახებ ინფორმაციულობის ზრდას. „ხვალ გადამხდელებს მოგების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა ახალი წესის შესაბამისად მოუწევთ. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ისინი ამ დღეს მომზადებული შეხვედროდნენ. ამ მიზნით, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ათობით საჯარო შეხვედრა გავმართეთ“, - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმა კერძო სექტორს აძლევს შესაძლებლობას, მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. გიორგი თაბუაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ განხორციელებული კვლევების შესაბამისად, აღნიშნული რეფორმა ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს დაახლოებით 1,5%-ით. „რეფორმის შედეგად, მოხდება საგადასახადო ადმინისტრირების და აღრიცხვის გამარტივება, რაც ნიშნავს ბიზნესისთვის დაზოგილ თანხებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა. საჯარო ლექციაზე მოგების გადასახადთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეები განიხილეს. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, საჯარო ლექციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)