|
2017-02-14 11:52:35, 2318 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოპარკში პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის“ ღია კარის დღე გაიმართა
ტექნოპარკში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა „ბიზნეს ინკუბატორის" ღია კარის დღე გაიმართა, სადაც ინოვაციების სააგენტოსა და „მართვის აკადემიის" წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პროგრამის შესახებ და სტუმრების შეკითხვებს უპასუხეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღია კარის დღეზე ასევე წარმოდგენილები იყვნენ „ბიზნეს ინკუბატორის" მეორე ნაკადის გუნდები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სტუმრებს. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროგრამის ,,ბიზნეს ინკუბატორი" ახალი, მესამე ნაკადის მიღება დაიწყო. „ბიზნეს ინკუბატორი" არის დამწყები ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც ინოვაციური იდეის მქონე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა შეღავათიან პირობებში გაიარონ საკუთარი ბიზნესიდეის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი. ინოვაციების სააგენტოს „ბიზნეს ინკუბატორის" 6 თვიანი პროგრამა სტარტაპებისთვის რამდენიმე ეტაპს მოიცავს. საწყის ეტაპზე გუნდები 2 კვირიან ე.წ. „welcome ტრენინგებს" გაივლიან, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კი ისინი პროტოტიპის შექმნაზე იმუშავებენ. პროექტის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მათ უკვე შედგენილი ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი და ფინანსური პროგნოზები ექნებათ, ხოლო ბოლო ეტაპი ინვესტორების მოძიებას, დაინტერესებასა და შეთანხმებას გულისხმობს. აღნიშნული პროცესების სწორად წარმართვას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორ კომპანიებთან - „საქპატენტთან", „დელოიტთან" და „მართვის აკადემიასთან" ერთად ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების ხელშეწყობასა და მათი ინოვაციური ბიზნესიდეების წარმატებულ ბიზნესად განვითარებას. თითოეული გუნდი პროგრამის ფარგლებში უფასოდ მიიღებს 30 000 ლარამდე ღირებულების პროდუქტებსა და სერვისებს, დატრენინგდებიან ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა პროექტის მართვა, მარკეტინგი, ბიზნესგეგმის ჩამოყალიბება და სხვა. გუნდებს კონსულტაციებს გაუწევენ ფინანსურ, იურიდიულ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და სხვა საკითხებში; გუნდები უზრუნველყოფილები იქნებიან ტექნოპარკში საერთო სამუშაო სივრცით და მიიღებენ პროგრამულ, ინტელექტუალურ და მატერიალურ დახმარებას სააგენტოსგან, მენტორთა ქსელის წევრებისა და სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციებისგან. ამასთან, ყოველი გუნდი მიიღებს 5,000 -მდე ფულად გრანტს პროტოტიპირებისათვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)