|
2017-02-11 12:55:38, 3018 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთის გეზ-ის თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონაში იმყოფებოდა, სადაც საქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინა. ფოთის გეზ-ი დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა დაათვალიერა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ფოთის გეზის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, სადაც ხორციელდება ტვირთებისა და სურსათის სასაზღვრო კონტროლი, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება. დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის სპეციალური დანიშნულების ძაღლების საშუალებით, კონტრაბანდული საქონელის აღმოჩენის იმიტირებულ პროცესს. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საბაჟო პროცედურების ეფექტური მართვისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელობას კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვებს, ასევე უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების აუცილებლობას. სამინისტროს ცნობით, ფოთის გეზში გაფორმების პროცედურები ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით, მომსახურება ორიენტირებულია მომხმარებლისათვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.
(NS)
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)