|
2017-02-10 13:59:23, 2621 ნახვა
ეკონომიკა
ქართული წარმოების უნაკერო მილები ევროკავშირის ბაზარზე გავიდა
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, ევროკავშირის საერთაშორისო ბაზარზე უნაკერო მილები საკუთარი ბრენდით გაიტანა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნები, სადაც უნაკერო მილები ექსპორტზე გავა, არის იტალია, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი და უნგრეთი. პირველი შეკვეთის მოცულობა 2000 ტონას შეადგენს. ამ ეტაპზე უნაკერო მილების ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უკვე ევროკავშირის ბაზრებზე. 2017 წელს დაგეგმილია 25 000 ტონის რეალიზება და ასევე საკუთარი ბრენდით, უნაკერო მილების ექსპორტი ამერიკისა და რუსეთის ბაზრებზე. აღნიშნული მილები გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლოატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის. უნაკერო მილები საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. ქარხნის ახალი მენეჯმენტის მიზანია ინვესტიციებისა და რესტრუქტურიზაციის მთავარი პროგრამის ფარგლებში აღადგინოს ქარხანა და განავითაროს საქმიანობა რეგიონალურ და ახალ, გლობალურ ბაზრებზე. ქარხნის ხელმძღვანელობას აქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ დაიწყება ამ პროგრამის განხორციელება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)