|
2017-01-31 12:49:58, 2566 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროში ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე შემაჯამებელი საჯარო შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროში ფისკალური პოლიტიკისა და მართვის და ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის ქვეყნებთან თავსებადობის საკითხებზე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. თავის გამოსვლაში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებსა და მის მნიშვნელობაზე, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის წარმართვის პროცესში, ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე. ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე გუნცაძემ მოკლედ მიმოიხილა რეგიონებში გამართული შეხვედრები მუნიციპალიტეტების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. მან ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნების ფისკალური პოლიტიკისა და მართვის ძირითად პრინციპებზე, აგრეთვე საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ევროკავშირის პრაქტიკასთან თავსებადობაზე. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ძირითადი ფისკალური წესები, დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტები, საშუალოვადიანი დაგეგმვა და სხვ. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო 2017 წლიდან საქართველოს კანონმდებლობით ამოქმედებული რეგულაციები და მისი მნიშვნელობა. შეხვედრის ბოლოს ორგანიზატორებმა შეაჯამეს საჯარო ფინანსების რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებული, ასევე საშუალოვადიან პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მსგავსი შეხვედრები არასამთავროვო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის უკვე ჩაატარა ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომსა და რუსთავში. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოება იქნება მეტად აქტიური და გაიზრდება მათი დაინტერესება და ჩართულობა ფისკალური პოლიტიკისა და მართვის საკითხებზე.
(NS)
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)