|
2016-12-07 11:20:13, 893 ნახვა
საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძემ და ჩინეთის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერებმა მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ლიდერებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. უჯმაჯურიძის თქმით, ახალი ტექნოლოგიებით აშენებულ და აღჭურვილ სათბურებში ქართველი ფერმერები და ტექნიკოსები, ჩინელი ექსპერტების დახმარებით, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით პრაქტიკულ სასწავლო კურსს და გადამზადებას გადიან. „აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს როგორც სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, ასევე საქართველოსა და ჩინეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა სოფლის ლევან უჯმაჯურიძემ. ჰუნანის პროვინციის სოფლის მეუნეობის ჯგუფის მიერ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე 7 დიდი და 25 პატარა ერთსივრციანი მზის სათბური აშენდა, სადაც ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების გამოცდა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფიჩართულია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. საქართველოში აღნიშნულმა ჯგუფმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 300-მდე ფერმერისთვის 6 სასწავლო კურსი ჩაატარა. (NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)