|
2016-12-06 17:32:28, 1457 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი ბაღი გაიხსნა
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო. სოფელ ხუცუბანსა და სოფელ ქობულეთში გახსნილ საბავშვო ბაღებში მთლიანობაში 210 აღსაზრდელი ივლის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 34 ადგილობრივი კადრი დასაქმდა. სოფელ ქობულეთისა და ხუცუბნის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ორსართულიან ბაღებში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზები. ბაღები უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით. კეთილმოეწყო ეზოები, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. ხუცუბნის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 434 000 ლარი, ხოლო სოფელ ქობულეთის საბავშვო ბაღისთვის - 397 000 ლარი დაიხარჯა. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 4 ახალი საბავშვო ბაღი კვირიკეში, მუხაესტატეში, ბობოყვათსა და ქაქუთში გაიხსნა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მთლიანობაში 666 496 ლარი დაიხარჯა. 17 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 141 415 ლარი დაიხარჯა. (NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)