|
2016-12-06 17:34:44, 1309 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია სმენადაქვეითებულთა ანსამბლ „ლილეს“ წევრებს შეხვდა
თბილისის მერი დავით ნარმანია ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებული ანსამბლ „ლილეს“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა თანადგომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. სმენადაქვეითებულთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლილე“, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ესპანეთში გამართული ხელოვნების საერთშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელია. ანსამბლი „ლილე“ ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარიში გამართულ კონკურსზე ,,მზე და ზღვა” თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა თანადგომის” ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრა. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე სახელმწიფოს ზრუნვისა და ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ფესტივალი ესპანური კომპანია “ფიესტალონია მილენიოს” ორგანიზებით ჩატარდა და მასში მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი სამუსიკო გუნდები მონაწილეობდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე სტუმრებმა დედაქალაქის მერსა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათ ფესტივალის ესპანელი ორგანიზატორების მადლობის სიგელები გადასცეს. დავით ნარმანიამ ანსამბლის წევრებს წარმატება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაშიც მხარდაჭერა აღუთქვა. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ნიჭის და უნარების რეალიზების მხარდასაჭერად ჩვენ ბევრს ვმუშაობთ. რამდენიმე სპეციალური პროგრამა ბიუჯეტში გავითვალისწინეთ იმისათვის, რომ ამ ადამიანების ხმა და ნიჭი სათანადოდ ისმოდეს. მიხარია, რომ ჩვენმა მხარდაჭერამ ნაყოფი გამოიღო და ანსამბლმა საერთაშორისო მასშტაბით წარმატება მოიპოვა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ესწრებოდნენ. (NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)