|
2016-12-06 15:29:55, 1085 ნახვა
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის იუსტიციის სამინისტროში ვაკანსია გამოცხადდა
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ვაკანსია გამოაცხადა. სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს დასაქმებას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე სთავაზობს. ოპერატორის სამსახურებრივი საქმიანობა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება და რეგისტრაცია (ინფორმაციის დამუშავება და ელექტრონულ ბაზაში ასახვა); მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება ან მისი საჭიროებისამებრ გადამისამართება იქნება. ოპერატორის ვალდებულებებში შედის, აგრეთვე, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების რაოდენობრივი აღრიცხვა და სტატისტიკური მონაცემების ამსახველი ელექტრონული რეესტრის მომზადება. იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს, რაც კონკურსში გამარჯვებულს საშუალებას მისცემს, სამუშაო გარემოში თავი კომფორტულად იგრძნოს. შშმ პირები იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებშიც არიან დასაქმებულნი. ცენტრალურ აპარატში, სერვისების განვითარების სააგენტოში, სმართ ლოჯიქში, ნოტარიუსთა პალატაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საჯარო რეესტრსა და ეროვნულ არქივში, ჯამში, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 25 პირი მუშაობს. ვაკანსიით დაინტერესებულებს დამატებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე შეუძლიათ: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/40693.
(NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)