|
2016-12-06 13:40:09, 681 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრა დაავალა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის დავალება მისცა. როგორც მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, ზამთრის განმავლობაში იჭრება ხეები, რადგან გაზაფხულზე დაავადება აქტიურდება. როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა განაცხადა, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მეცნიერებისგან მიიღო წერილი, სადაც ისინი ხაზს უსვამენ აღნიშნულ პრობლემას ქალაქში. „ისინი მოგვიწოდებენ, რომ გამკაცრდეს ყურადღება ასევე კერძო ნაკვეთებში, სადაც არსებობს დაავადებული კორომები, მოხდეს მონიტორინგი არა მხოლოდ მუნიციპალურ ტერიტორიებზე, არამედ კერძო ნაკვეთებში. გასულ წელს დაგვეხმარა ცენტრალური მთავრობა და კარგია თუ წელსაც იქნება ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა. თბილისის მერმა 2016 წლის საშემოდგომო გამწვანების სეზონი შეაჯამა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, საშემოდგომო რგვების ფარგლებში 80 ათასამდე ხე დაირგო. „მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ და ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ ზეთისხილის ბაღები გაშენდა. გარდა ამისა, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფ ქედზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება. ამ სეზონზე აქცენტი ავიღეთ მაღალი ხეების დარგვაზე. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივანის საკითხს, რომლის ხმობასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. აქ გახარების მაღალი მაჩვენებელია. გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების 88%-მა გაიხარა და ჩანაცვლდა მხოლოდ 12%, ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)