|
2016-12-06 12:40:09, 1282 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია მოლდოვიდან სტუმრობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში, დღეს, 16:30 საათზე, USAID-ის ორგანიზებით, საქმიანი ვიზიტით მოლდოვიდან დელეგაცია ესტუმრება. შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს გამოცდილების გაზიარებაა ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების კუთხით. დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ ქართულ სტარტაპებსა და იმ მექანიზმებს, რომლითაც სახელმწიფო ინოვაციების, ტექნოლოგიების და დამწყები ბიზნესების სფეროში მოღვაწე პირებს უწყობს ხელს. შეხვედრის ფარგლებში მოლდოვის დელეგაცია დეტალურად გაეცნობა ინოვაციების სააგენტოსა და ტექნოპარკის სერვისებს, პროგრამებსა და პროექტებს. ასევე საშუალება მიეცემათ იხილონ ტექნოპარკის ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარების მუშაობის პრინციპები, პროცესები და დამზადებული ნივთების ნიმუშები. ტექნოპარკის შოურუმებში სტუმრებს წარედგინებათ უახლესი ტექნოლოგიები. ისინი იხილავენ საერთო სამუშაო სივრცეში ინკუბატორისა და სივრცეში მომუშავე გუნდის წევრებს, მათი ინოვაციური სტრატაპების იდეებს, პროტოტიპებსა და მიმდინარე სამუშაოებს. მოლდოვის მხარის ვიზიტის მთავარი მიზანი ინოვაციური ინფრასტრუქურის შესწავლა და კერძო, საჯარო და აკადემიური სექტორების თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარებაა საქართველოს მაგალითზე. ტექნოპარკში ისინი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ავთანდილ კასრაძესა და სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან საქართველოს უახლეს მიღწევებს ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა შეხვედრები კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის მეშვეობითაც გაიზიარებენ იმ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით ხორციელდება. გამოცდილების გაზიარება და რჩევების მიღება მხარეებს დაეხმარება მომავალი საქმიანობის უკეთ განხორციელებასა და კავშირების გამყარებაში.
(NS)
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)