|
2016-12-06 11:09:36, 760 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი დანერგა
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი დანერგა. დისტანციური სწავლების პირველ კურსს შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლები გაივლიან. უწყების ცნობით, აღნიშნული კურსი ადამიანის უფლებებს, არასრულწლოვანთა დაკავების რეგულაციებს, ჯანდაცვას და დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოიცავს. სწავლებას აკადემიის შესაბამისი დარგის ლექტორები უძღვებიან. პირველ ეტაპზე, საქართველოს რეგიონებიდან, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ოცი თანამშრომელი გადამზადდება. პირველ დისტანციურ ლექციაში მსმენელები საქართველოს ათი ქალაქიდან ჩაერთნენ. ლექციას აკადემიაში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი უშანგი პაპუაშვილი ესწრებოდა. შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ კი მსმენელებს თელავიდან მიმართა და სასწავლო კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. დისტანციური სწავლების მიზანია შსს-ს თანამშრომლებისთვის და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. მსგავსი ტიპის სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებას. დისტანციური სწავლება შესაძლებელია უკვე საქართველოს 10 ქალაქში: ზესტაფონში, სამტრედიაში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ბორჯომში, გორსა და რუსთავში. შსს-ს აკადემია აღნიშნული სერვისის განვითარებას და უახლოეს მომავალში ქვეყნის ყველა რეგიონში დანერგვას გეგმავს.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)