|
2016-12-03 17:18:17, 1004 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე და მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სამეცინერო კონფერენციას დაესწრნენ. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ლევან გორგილაძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე. 2017 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო დააფინანსებს მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას, მათ შორის შშმ პირების. გარდა აღნიშნულისა, სამინისტო გააგრძელებს 2016 წლის მოქმედ პროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და სოციალურ ადაპტაციას და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას. კონფერენციას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და სოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე. კონფერენცია თემაზე - "ევროკავშირი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები" ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის“ ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)