|
2016-12-03 15:36:50, 723 ნახვა
საზოგადოება
აბაშიშვილი: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულმა პროექტმა სოფლებში კულტურულ-სადისკუსიო ცენტრები შექმნა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი, რომელსაც სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს, მიზნად ისახავდა ქვეყნის მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, ბიბლიოთეკარების გადამზადებას და ტრენინგებს, ბიბლიოთეკების შესაძლებლობების გაზრდას და მათ ბაზაზე კულტურული კერების ჩამოყალიბებას. პირველ ეტაპზე პროექტი მოიცავდა კახეთის რეგიონის 48 ბიბლიოთეკას, შემდგომ ეტაპზე კი, პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩა 70 ბიბლიოთეკა, რომელთა მეშვეობითაც მოხდა სოფლის მოსახლეობისათვის სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მიწოდება და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული დისტანციური სწავლების პროგრამის დანერგვა. პროექტში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რადგან შენობების გათბობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, საბიბლიოთეკო სამუშაოსათვის ადაპტირება და ინტერნეტმომსახურების საფასურის დაფარვა მათი ვალდებულებაა. გიორგი აბაშიშვილმა მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბიბლიოთეკარები იყვნენ, სიტყვით მიმართა. „პროექტი შეეხო სწორედ იმ სოფლებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. დასაწყისისთვის ჩვენ მოვახერხეთ, რომ ასეთი ბიბლიოთეკებისთვის გაგვეახლებინა წიგნის ფონდი, ხოლო შემდეგ განხორციელდა ბიბლიოთეკების ინტერნეტიზაცია. ამ პროექტმა სოფლებში რეალურად შექმნა გარკვეული მიზიდულობის ცენტრები, სადაც ყველა თაობის ადამიანებს აქვთ შეკრებისა და დისკუსიის ადგილი და ამავდროულად, გარდა საბიბლიოთეკო მომსახურებით სარგებლობისა, მათ აქვთ წვდომა ყველა იმ ელექტრონულ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა, რომელსაც შეხვედრაზე ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პატივისცემის ნიშნად ბიბლიოთეკის სამკერდე ნიშანი გადასცა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები და პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი.
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)