|
2016-12-02 15:13:02, 1168 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში პროფესიული უნარების მქონე პირების დასაქმების საკითხზე მრგვალი მაგიდა გაიმართა
ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) მხარდაჭერით, დღეს, სასტუმრო “ფაბრიკაში”, მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა საქართველოში პროფესიული უნარების მქონე პირების დასაქმებას დაეთმო. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მრგვალი მაგიდის დისკუსიას დასაქმების და განათლების სფეროებში მოღვაწე არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაესწრნენ. პრეზენტაცია თემაზე „სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის გაძლიერება“ ჯანდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი გამყრელიძემ გააკეთა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელი ვულფ შმიდერი. დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენდა „პოლიტიკის შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაძლიერება პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმდინარე პროცესებში“. დისკუსია შეეხებოდა პროფესიული განათლებისა და დასაქმების სექტორების პოლიტიკის შემუშავების პროცესში პარტნიორთა თანამშრომლობას, კომუნიკაციას და მონაწილეობას. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა, პროფესიული განათლების რეფორმის დღის წესრიგი და არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა; არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების კავშირების გაძლიერება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იმ წარმომადგენლებთან, რომელნიც პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობენ; არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამინისტროებს შორის კომუნიკაციის ეფექტურობის გამოსწორება/გაძლიერება. მონაწილეთა შორის შედეგიანი და ნაყოფიერი დისკუსია გაიმართა. არასამთავრობოებთან შეხვედრა ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის (EUVEGE) მხარდაჭერით გაიმართა. პროექტი მხარს უჭერს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორების დაახლოებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის სექტორებში სამართლიანი და ქვეყნისთვის სასარგებლო რეფორმების განხორციელება.
(NS)
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)