10:46 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-12 10:23:32, 2927 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს

მომავალი პატრიარქი სიბრძნით, გონიერებით წარმართავს თავის მოვალეობას. მე მინდა დავლოცო და ვუსურვო სიმტკიცე რწმენასა და სულიერებაში - ამის შესახებ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ილარიონმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ინტრონიზაცია უნდა შედგეს.

"პირველებმა" სასულიერო პირს ჰკითხა, დააყენებს თუ არა ახალი პატრიარქი სინდიდის პატიმრების გათავისუფლების საკითხს, რაზე პასუხადაც მაღალმა იერარქმა თქვა  ეს საკითხი სსავარაუდოდ გადაიხედება -"ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს".

მე არ მაქვს ინფორმაცია, მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს. მე დავუჭერ მხარს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

ცნობისთვის, სვეტიცხოველში ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სწორედ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ მოითხოვს, რომ ევროპას უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი მიეცეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში ირანის ბლოკადის გაგრძელებას იმედოვნებენ
ალ არაბია: აშშ და ირანი ურანის გამდიდრების დონეზე შეთანხმდნენ.
უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში მდებარე საავიაციო ქარხანას შეუტია, რომელიც სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს ემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics