|
2016-12-02 11:03:52, 617 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს ინოვაციური მეთოდების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს საინფორმაციო ბაზების გამოყენებით სხვადასხვა სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების, დანერგვისა და პროგნოზირების საერთაშორისო ინოვაციური მეთოდოლოგიების თაობაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ღონისძიება პროექტის - „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ - ფარგლებში მოეწყო. ტრენინგს სააგენტოს ის თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ტრენინგი მოიცავდა „Big Data“-ს და „Foresight“-ის მეთოდოლოგიების გაცნობას, რომლებიც გამოიყენება მზარდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების შესაძლებლობების ანალიზისთვის („Big Data“), ასევე პროექტებისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპზე მოსალოდნელი ცვლილებების პროგნოზირებისათვის („Foresight“). ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები: ჯოზეფ კურტო ( Josep Curto; „Big Data“) და ჯონ სვინი (John Sweeney; „Foresight“), რომელთაც „Big Data“-ს და „Foresight“-ის მეთოდოლოგიების გამოყენებით საჯარო სტრუქტურებში პროექტების დაგეგმარებისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. „ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის. ასევე ინოვაციური მეთოდოლოგიის გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება ხელს შეუწყობს სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის, „სერვისლაბის“ (ServiceLab), შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც გამოიხატება არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი პროდუქტების შექმნაში“, - აცხადებენ სერვისების განვითარების სააგენტოში. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ზემოთ ხსენებული ტრენინგები სააგენტოს ინოვაციების მართვისა და კვლევების სამსახურის ინიციატივით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით ჩატარდა.
(NS)
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)