11:15 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-28 11:03:32, 239 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ძალებმა ომანის ყურეში გაანადგურეს ტვირთმზიდი, რომელიც საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ 26 ნოემბერს, აშშ-ის სამხედროებმა ომანის ყურეში კომერციული გემი გაანადგურეს მას შემდეგ, რაც მისმა ეკიპაჟმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად საზღვაო ბლოკადის გვერდის ავლა სცადა.

CENTCOM-ის ცნობით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Pacific Archer ირანის ბანდარ-აბასის პორტიდან გავიდა და რეგიონული წყლების ტრანზიტი სცადა.

აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა გემის უკანა მხარეს ზუსტი დარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც მისი მამოძრავებელი სისტემა გაითიშა. სამოქალაქო ეკიპაჟს შორის არავინ დაშავებულა.

CENTCOM-მა განაცხადა, რომ აშშ-ის ძალები საზღვაო ბლოკადის მკაცრად დაცვას აგრძელებენ. სარდლობის ცნობით, 158 კომერციული გემი დაემორჩილა და აშშ-ის სამხედროების მითითებებს გადამისამართდა, ხოლო კიდევ ექვსი გემი, რომლებმაც უარი თქვეს, გაანადგურეს.

აშშ-ის სარდლობამ მოუწოდა ომანის ყურეში და ჰორმუზის სრუტესთან მიახლოების არეალში მოქმედ ყველა მეზღვაურს, დაემორჩილონ CENTCOM-ის ძალების მიერ გადაცემულ ბლოკადის გაფრთხილებებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ძალებმა ომანის ყურეში გაანადგურეს ტვირთმზიდი, რომელიც საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა
პროტესტის 730-ე დღეს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია - „საქართველო ევროპაა! გამარჯვებამდე!“ გაიმართება
იუკნევიჩიენე პოლიტიკურ პატიმრებს: თქვენ ის ადამიანები ხართ, ვინც ქვეყნის მომავლის დასაცავად გამოვიდა და ამისთვის საკუთარი მომავლით გადაიხადეთ, ჩვენ ვიცით თქვენი სახელები- ჩვენ არ დაგივიწყებთ
CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად გადადიან დახურულ სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების საფრთხის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics