13:20 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 13:13:13, 218 ნახვა

პოლიტიკა
მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: ​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი განცხადებას აქვეყნებს სათაურით - თავისუფლება მათე დევიძეს.

აღნიშნულია, რომ სოლიდარობას უცხადებენ 21 წლის მუსიკოსს, მათე დევიძეს, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია საპატიმროში იმყოფება.

"​2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იმ ფონზე, როცა აქციებისას დაკავებული არაერთი ადამიანი უკვე გარეთაა, სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება საკანში ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელსაც საპროტესტო ბანერის მოქნევის გამო ასეთი მძიმე სასჯელი დააკისრეს.

​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში! ვითხოვთ საქმის გადახედვას და მათეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქტივისტი 19 ნოემბერს, დილით, აქციის დაშლის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მათე დევიძის საქმეზე წერდა, რომ საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად დადგინდა საქმის პოლიტიკურად მოტივირებულობა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: ​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში
მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს
როგორ არიან ჩართული სახელისუფლო პროპაგანდა მეუფე იობის გაშავებაში - ISFED კვლევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics