13:20 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 13:10:44, 242 ნახვა

პოლიტიკა
მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი წერს, რომ საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. 

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ საზღვრისპირა სოფლებში არ არის არანაირი შემოსავლის წყარო და გაუგებარია რატომ უხსნიან ადამიანებს სოციალურ დახმარებას, როდესაც მათი საცხოვრებელი სახლები ნგრევის პირასაა.

"ახლა ვნახე ჩვენი სტუდენტი გოგო, ერთი თვის გზის ფული მივეცი და პლუს ხანდახან რომ ყავასა და ნამცხვარზე შევიდეს. მიხაროდა ძალიან და ღიმილი პირზე შემაშრა. მამამისი მეუბნება, სოციალური მოგვიხსნესო.

კარგით რა, ხალხო, კარგით რა, მართლა სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი. ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს, არ არის არანაირი შემოსავლის წყარო, სარწყავი წყალიც კი არ მოდის, რომ რამე მოიყვანონ.

გასაგებია, რომ ითხოვს კანონი, უნდა გადაამოწმო, რომ მიხვალ და შეხედავ სახლს და დანგრევაზეა, რაღად უნდა შესვლა შიგნით, რა, ლიფტს გააკეთებდნენ თუ აუზს?!", - წერს მამა ლევანი. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია, საპატრიარქოსთან პრობლემები არ გვაქვს
მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მათე დევიძეზე: ​მუსიკოსის ადგილი სცენაზეა და არა საკანში
მამა ლევანი ჯიქური: სულ ნუ გაიწყვიტეთ შუბლის ძარღვი - ხალხი საზღვრისპირა სოფელში ცხოვრობს
როგორ არიან ჩართული სახელისუფლო პროპაგანდა მეუფე იობის გაშავებაში - ISFED კვლევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics