|
2026-11-20 15:21:47, 265 ნახვა
პოლიტიკა
ნადარაია ივანიშვილის ხსენებაზე გაბრაზდა და კითხვა მოხსნა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, ზაზა ბიბილაშვილმა ქართული ოცნების წევრებს ჰკითხა, ემიჯნებიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან 2024 წელს, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ის ბოდიშის მოხდაზე საუბრობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ეს შეკითხვა მოხსნა. "ეს შეკითხვა მოხსნილია. მოპასუხე მხარეს მოვუწოდებ, კითხვა-პასუხის რეჟიმი რაციონალურად, გონივრულად გამოიყენოს საქმის განხილვის მიზნებიდან გამომდინარე. პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური კითხვები, რომლებიც საქმესთან შემხებლობაში არაა და იმ ტიპის შეკითხვები, რაც პოლიტიკოსებს შეგიძლიათ, ერთმანეთს გარეთ, ნებისმიერ ფორმატში დაუსვათ, ასეთ პოლიტიკურ კითხვებს აქ ნუ დასვამთ". - თქვა ნადარაიამ. ივანიშვილმა 2024 წელს შემდეგი განცხადება გააკეთა: - "როცა ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენაზე: ეს ემოცია დაუვიწყარია
კობახიძე - მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი
ივანიშვილის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ხალხის მიერ 5 დამხობის მცდელობა დათვალა
ნადარაია ივანიშვილის ხსენებაზე გაბრაზდა და კითხვა მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



