15:47 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 15:25:28, 255 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ ხალხის მიერ 5 დამხობის მცდელობა დათვალა

წლების განმავლობაში უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები, რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, კულმინაცია იყო ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა 2025 წლის 4 ოქტომბერს, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ჩვენ გუშინაც ვამბობდით, ახსნა-განმარტებაშიც და სარჩელშიც მითითებული გვაქვს, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი – მათ შორის, როდესაც კონკრეტულ განცხადებებზე, ძალადობრივი აქციების მხარდამჭერ განცხადებებზე ვსაუბრობდით, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი. სარჩელშიც ორ კონტექსტში არის. მაგალითად, ერთგან 2022-2025 წელი არის მითითებული და ხუთი დამხობის მცდელობაა, ამავდროულად, მეექვსე არის 2019 წელი. რომ შევაჯამოთ: 2019 წლის ივნისი, 2022 წელი, როდესაც პარტიები ღიად შეუერთდნენ დამხობის მცდელობას, როდესაც არაპარტიულმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე უარის თქმის ხელოვნური საბაბით საქართველოს მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს – ეს არაძალადობრივი ნაწილია. ძალადობრივი ნაწილი არის 2023 წლის გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენები.

2023 წლის გაზაფხული, 2024 წლის გაზაფხული და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე ძალადობრივი აქციების გზით ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები. ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა ფონი, მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები, რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და, ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი. ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქცია და ნახეთ, ეს როგორ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 2025 წლის 4 ოქტომბერს. ფაქტობრივად, ყოველწლიურად და წელიწადში ორჯერაც კი ხდებოდა მცდელობა, კიდევ უფრო მძიმე ფონით და მძიმე საშუალებებით, ძალადობის გამოყენებით ხელში ჩაგდებულიყო კონსტიტუციური წყობილება და მთავარი პრინციპი, დემოკრატიის პრინციპი ფეხქვეშ გათელილიყო“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო – დააცარიელეთ სურვილების სია
მოსამართლემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომიდან გააძევა
გაგა გიგაშვილი 3 წლის თაიაზე: 8 საათის განმავლობაში ხელში სათამაშო და თმის სამაგრი ეჭირა. დაახლოებით კორპუსის სამი სართულის ნანგრევები ეყარა ბავშვს თავზე
მეხანძრე-მაშველი ბექა დაუდაშვილი 3 წლის თაიას გადარჩენაზე: ეს ემოცია დაუვიწყარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics