20:57 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-11 20:19:02, 317 ნახვა

სამართალი
მრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს

თბილისში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე პოლიციამ 7 პირი დააკავა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავებიან.

გამოძიების ცნობით, შემთხვევა 10 ნოემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის დაწყებული კონფლიქტი სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა დაპირისპირების მონაწილეს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში სამი ჭრილობა მიაყენა.

დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. უწყების ცნობით, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში ჩაატარეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც შვიდი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მრგვალი ბაღის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 7 პირი დააკავეს
ბაზისბანკი ლეჩხუმში "ქორენიშული ვერანდის" მხარდამჭერია
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმას მატერიალური კეთილდღეობით ვერ დაადუმებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics