|
2026-11-11 19:54:04, 377 ნახვა
სამართალი
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახის ადვოკატის, ლედი ტუკვაძის ინფორმაციით, თემურ ხადურის გარდაცვალების საქმეზე თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს. ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს. "მადლობა საქართველოს პროკურატურას, მთავარ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს, დასავლეთ საქართველოს პროკურორს ზაზა მეტონიძეს, ქალბატონ თამარ ბეჟუაშვილს, გიორგი ხაჩიძეს, ყველა მედიას, საინფორმაციო გამოშვებას, განსაკუთრებული მადლობა ნოდარ მელაძესა და მის გუნდს. ორი წლის დაუღალავი შრომის შემდეგ, თემურ ხადურის საქმეზე, თერჯოლის პოლიციის თანამშრომლები არიან დაკავებულები", - წერს ადვოკატი. თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს გაუჩინარდა. 3 დღის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები თავიდანვე მიუთითებდნენ, რომ ახალგაზრდის სიკვდილში შესაძლოა პოლიციის თანამშრომლები ყოფილიყვნენ ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)