|
2026-10-21 15:45:09, 274 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე. დეკანოიძე, საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც დღეს დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" 88 დეპუტატის სარჩელის განხილვა, მოითხოვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას მოწმის სახით. "ვინადან, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები, არის ერთი ადამიანი და ვინაიდან ამ ადამინის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითრების ფონზე საქარველოს დაახლოება [რუსეთთან] ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები, პირველად ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს", - თქვა ხატია დეკანოიძემ მოსამართლე, რევაზ ნადარაიამ მას ჰკითხა რა გარემოებს დაადასტურებდა ბიძინა ივანიშვილი. "სარჩელთან დაკავშირებით, რა გარემოებებთან დაკავშირებით ისაუბრებს?", - იკითხა მოსამართლემ, ხატია დეკანოიძის რეპლიკაზე "მაცალეთ", მოსამართლე ნადარაიამ უპასუხა, რომ "ვერ აცდიდა". ხატია დეკანოიძემ განაგრძო, რომ მას აინტერესებს "რა ელის საქართველოს, როდესაც ყველა პროდასავლური პარტიის აკრძავას აპირებს ბიძინა ივანიშვილი" და ამიტომ სურს მისი მოწმის სახით გამოძახება. მისი განცხადებით, მას სხვების გამოძახების შუამდგომლობაც ჰქონდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ ხატია დეკანოიძეს მიუთითა, რომ პოლიტიკური განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში, დეკანოიძეს სხდომას დაატოვებინებდა და უთხრა, რომ სიტყვას აწყვეტინებდა. "გაფრთხილების შემდეგ, სასამართლოს აქვს უფლება, გააძევოს სხოდმის დარბაზიდან მათ შორის წარმომადგენელი", - თქვა ნადარაიამ.
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)