|
2026-10-21 15:14:14, 251 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა, არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, - ამის შესახებ საქართველოს ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ პარტიებს რეალურად რეიტინგიც არ აქვთ და თავად მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე საკუთარი თავი. „როდესაც ხალხს არ ელაპარაკები და გამუდმებით ელაპარაკები უცხოურ ძალებს, საკუთარ პატრონებს ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს კარგავ საზოგადოების ნდობას. იმ ნაწილის ნდობასაც კი, რომელიც მანამდე გენდობოდა. აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ეს ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა. არანაირი მხარდაჭერა მათ არ აქვთ ხალხში, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი, დემოკრატიული სისტემა და ეს პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ამ მიმართულებით გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)