15:27 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-21 15:09:44, 268 ნახვა

სამართალი
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა პატიმრობაში მყოფი პარტიის ლიდერების, მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვის შესახებ. მოპასუხს მხარე ამტკიცებდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საქმის შესახებ მნიშვნელოვან გარემოებებზე ფლობდა ინფორმაციას.

„მთელი კონსტიტუციური სარჩელი ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც ქალბატონმა [თეა] წულუკიანმა გამოიძახა პარლამენტში [დროებითი კომისიის სხდომაზე] - იქ ჰქონდათ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი, როცა მოწმეს უჭირდა, ქალბატონი წულუკიანი აწვდიდა აზრებს ან აძლევდა მიმართულებას. ზოგი ირიბი მოწმე იყო, საერთოდ არ იყო იმ ადგილზე, არ იყო ინფორმირებული - მაგრამ ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა საკონსტიტუციო სარჩელს...

[„ნაციონალური მოძრაობის“] ამ ხუთ წარმომადგენელს არ გააჩნია პირველადი ცოდნა ფაქტებთან დაკავშირებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით - ეს ცოდნა გააჩნია მიხეილს სააკაშვილს.

თუ სასამართლოს სურს უზრუნველჰყოს მხარეთა თანასწორობა, მინიმუმ 139 მოწმის საპირწონედ 1 ან 2 მოწმის გამოკითხვის საშუალება უნდა მისცეს მხარეს“, - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა.

„[პლენუმი] ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს გამომდინარე იქედან, რომ შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ, სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძეს მიაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არა ოპოზიციას არამედ უცხოურ აგენტურას კრძალავს
მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაკითხვაზე საკონსტიტუციომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კობახიძე ოპოზიციაზე - თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები
66 წლის ბრალდებულმა, 19 წლის დაზარალებულს სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარით შეხვედრა აიძულა, რის შემდეგაც სოფლის მიტოვებულ ტერიტორიაზე ფიზიკური ძალის გამოყენებით გააუპატიურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics