15:25 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-21 14:32:14, 393 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა

საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის - 129 მილიონი დოლარის ღირებულების 7,360 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 10 ავტომობილს შეადგენდა, მისი ღირებულება კი 280 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 46,241%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 8 თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებლით საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში ყირგიზეთის და ყაზახეთის შემდეგ, ირანმა, მესამე ადგილი პირველად დაიკავა.

ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა, რის შედეგადაც ირანში ტრადიციული საზღვაო გზით ავტოიმპორტი შემცირდა, როგორც ირკვევა, აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ საქართველოდან გააქტიურებული რეექსპორტით დაბალანსდა.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ავტოექსპორტის მაჩვენებლები:

# ქვეყანა მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი - ათასი დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან

1 ყირგიზეთი $551 მილიონი 14,700 $37.5 ათასი; -38%

2 ყაზახეთი $298 მილიონი 19,289 $15.4 ათასი; -40%

3 ირანი $129 მილიონი 7,360 $17.6 ათასი; 46141%

4 აზერბაიჯანი $128 მილიონი 3,803 $33.8 ათასი; -18%

5 ტაჯიკეთი $71 მილიონი 4,022 $17.8 ათასი; 14%

6 სომხეთი $61 მილიონი 2,178 $27.8 ათასი; 65%

7 უზბეკეთი $36 მილიონი 1,491 $24.4 ათასი; -12%

8 თურქმენეთი $18 მილიონი 1,185 $15.3 ათასი; 29%

9 საუდების არაბეთი $12 მილიონი 51 $231.1 ათასი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საუდის არაბეთში ექსპორტი $0 იყო

10 მოლდოვა $9 მილიონი 648 $13.9 ათასი. 52%

მთლიანობაში 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში 1.16 მილიარდი დოლარის ღირებულების 48,314 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. წინა წელთან შედარებით ეს მოცულობა 318 მილიონი დოლარით, ანუ 21.5%-ით არის შემცირებული.

კლება ძირითადად დაკავშირებულია ყირგიზეთის; ყაზახეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე ექსპორტის შემცირებასთან, რის სანაცვლოდაც საქართველოს ავტოდილერებმა გადაზიდვები ირანის მიმართულებით გააქტიურეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics