|
2026-09-21 13:21:27, 285 ნახვა
ეკონომიკა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 5.42 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 980 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების, ფეროშენადნობებისა და სპილენძის მადნების ექსპორტის მატებამ. თუმცა ყველაზე დიდ საექსპორტო კატეგორიაში - მსუბუქ ავტომობილებში მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება. საექსპორტო საქონლის მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ მსუბუქი ავტომობილებია, თუმცა მისი ექსპორტი წლიურად 22%-ით შემცირდა და 1.35 მლრდ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომლის ექსპორტმა 688.9 მლნ დოლარს მიაღწია, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ეს მაჩვენებელი 59 მლნ დოლარს შეადგენდა რაც ამ მიმართულებით 1068%-ის ზრდას ნიშნავს. მესამე ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 403.1 მლნ დოლარით (ზრდა 69%). 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი
საექსპორტო ბაზრების მიხედვით, პირველ ადგილზე ყირგიზეთია, სადაც საქართველოდან 577.6 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა. შემდეგ მოდიან ჩინეთი 543.7 მლნ დოლარით და რუსეთი 500.7 მლნ დოლარით. ამასთან, ყირგიზეთში ექსპორტი წლიურად 38.8%-ით შემცირდა, ჩინეთში 177.3%-ით გაიზარდა, რუსეთში კი ზრდამ 4.1% შეადგინა. ათ უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებას შორის არიან ასევე აზერბაიჯანი 484.5 მლნ დოლარით, სომხეთი 443 მლნ დოლარით, ყაზახეთი 388.5 მლნ დოლარით, თურქეთი 328.9 მლნ დოლარით, ბულგარეთი 164.2 მლნ დოლარით, ირანი 161.9 მლნ დოლარით და ტოგო 136.9 მლნ დოლარით. მთლიანად, იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 17.93 მლრდ დოლარი შეადგინა, საიდანაც იმპორტი 12.5 მლრდ დოლარი იყო.
იანვრიდან მოყოლებული, საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 140 000 ადამიანით შემცირდა
ავტომობილები, ნავთობპროდუქტები, ძვირფასი ლითონები - რას ყიდის საქართველო და საიდან ვყიდით ნავთობს
8 თვეში საქართველომ $12.5 მილიარდის საქონელი შეიძინა
8 თვეში ავტომფლობელებმა რეკორდული - ₾178 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)