2026-09-21 01:25:04, 852 ნახვა
რეგიონი
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამად დამუშავებულია ბიულეტენების 2.4%.
20 სექტემბერს, საღამოს 6:00 საათისთვის, რესპუბლიკაში ამომრჩეველთა აქტივობამ 93%-ს გადააჭარბა.
მანამდე რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს | ცესკოს ხელმძღვანელის თქმით, შედეგები ამ დროისთვის ასე ნაწილდება: КПРФ [რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია] - 13,80%, ЛДПР [რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია] - 9,30%, Новые люди [ახალი ხალხი] - 7,92%
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან