|
2026-09-20 18:56:50, 290 ნახვა
მსოფლიო
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
„როიტერის“ ცნობით, ჰუსიტებმა, რომლებსაც რამდენიმე ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, პირველი თავდასხმა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადზე განახორციელეს. სააგენტო იემენის დაჯგუფების განცხადებას ციტირებს, რომელმაც შაბათს განაცხადა, რომ ქალაქში „მგრძნობიარე“ (რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან) სამიზნეებს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა. რამდენიმე საათით ადრე, ერ-რიადის მთავარ აეროპორტთან ხანძრისა და კვამლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ, თავის მხრივ, ერ-რიადის ტერიტორიაზე უსაფრთხოების განგაში გამოაცხადა. თავდასხმის შემდგომი მოვლენები თვითმხილველების ვიდეოჩანაწერებით აისახა: აეროპორტთან ახლოს მდებარე გზატკეცილიდან, ასევე ტერმინალის შენობიდან და სხვა ნაგებობებიდან კვამლის დიდი ღრუბელი ამოდიოდა. ვიდეოჩანაწერებში ასევე ჩანს, როგორ იწვოდა საწვავის ავზები. თავად ჰუსიტებმა არ დააკონკრეტეს, რომელ სამიზნეებს დაესხნენ თავს ერ-რიადში, მაგრამ მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ იანბუში მდებარე „საუდის არამკოს“ ობიექტსაც, რომელიც წითელ ზღვაზე საუდის არაბეთის ნავთობის ექსპორტის მთავარ ცენტრს წარმოადგენს, დაბომბეს. დაჯგუფება აცხადებს, რომ ოპერაცია იემენის დედაქალაქ სანაზე თავდასხმის საპასუხოდ განხორციელდა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა ივლისიდან მოყოლებული არაერთხელ შეუტიეს საუდის არაბეთს, თუმცა, როიტერის ცნობით, ეს თავდასხმა სამეფოს დედაქალაქზე პირველი დაფიქსირებული დარტყმაა კონფლიქტის მიმდინარე ესკალაციის შემდეგ. საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა ჰუსიტებთან მებრძოლმა სამხედრო კოალიციამ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შაბათს დილით იემენის დაჯგუფების მიერ ერ-რიადის მიმართულებით გაშვებული რაკეტა გაანადგურა. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საუდის არაბეთის ქალაქებში - ბიშსა და ფარასანში სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთით ტაიფში, ასევე იანბუში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა აღკვეთეს. არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, მიაყენეს თუ არა ზიანი ამ თავდასხმებს. ჰუსიტებმა, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიარაღება აქვთ, რაკეტებიდან დაწყებული დრონებით დამთავრებული, ადრე დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძული პერიმი ბაბ ელ-მანდების სრუტეში, რაც მათ საშუალებას აძლევს, დიდწილად გააკონტროლონ წითელი ზღვის სამხრეთი გასასვლელი. დაჯგუფებამ და მისმა შვილობილმა მებრძოლებმა ასევე შეუტიეს საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ობიექტებს, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენის სატუმბი სადგურებს ერ-რიადისა და მედინას მახლობლად, რამაც შეაფერხა საუდის არაბეთის ნავთობის მიწოდება გლობალურ ბაზარზე.
ჰუსიტებმა პირველად შეუტიეს საუდის არაბეთის დედაქალაქს
მოსკოვში „გაზპრომ ნეფტის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დრონით თავდასხმის შემდეგ, ბენზინი გაქრა
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)