|
2026-09-20 15:35:05, 3342 ნახვა
სამართალი
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
32 წლის IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს, რომელმაც პოლიციელების ჩატში შეაღწია და ქობულეთში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ქუთაისის სასამართლომ 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გასამართლებლი აიტი სპეციალისტის ოჯახი დარწმუნებულია, რომ 32 წლის მამაკაცი "ქართული ოცნების" მხილებისთვის დაისაჯა. მათი მტკიცებით, ახალგაზდრა კაცს ნარკოტიკი ჩაუდეს.
ადვოკატი და ოჯახი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 2026 წლის 13 ივლისს „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები. ვიდეომასალა ტელეკომპანიას ბრალდებულის დედამ მიაწოდა. ეთერ კვიცარიძე ამბობს, რომ ამ კადრების გავრცელების გამო მის შვილს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო და გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ინტერვიუში ქალი ამბობს იმასაც, რომ არსებობს კიდევ 33 ფაილი, რომელიც გიორგი კვიცარიძის კომპიუტერში ინახება. დედის თქმით, ამ კადრების გაქრობის სანაცვლოდ მის შვილს სასჯელის წლების შემცირებას ჰპირდებიან.
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)