|
2026-09-10 15:28:51, 231 ნახვა
ფილარმონიიდან მეტროსადგურ რუსთველამდე საგზაო მონაკვეთი იხსნება - მერია
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთი იხსნება. მოძრაობის დროებითი სქემა 11 სექტემბრის 00:00 საათიდან შეიცვლება. სატრანსპორტო საშუალებები შეძლებენ გადაადგილებას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმართულებით. შესაბამისად, იცვლება ამ მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტიც. "რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ მოძრაობის დროებითი სქემა 11 სექტემბრის 00:00 საათიდან იცვლება. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ. ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტომანქანები მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, ისე ფილარმონიისკენ და მარცხნივ მოხვევით ჭოველიძის ქუჩაზე. ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ასევე, მარცხნივ ფილარმონიის მიმართულებით. იცვლება ამ მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტიც: ავტობუსები - N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 391, 397 და მიკროავტობუსები - N457, 472, 532, 540, 541 მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ მეტროსადგურ "რუსთაველის" მიმართულებით და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოხვდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. აქედან კი დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას კოსტავას ქუჩასთან დასაკავშირებლად ანალოგიურად გამოიყენებენ მარჯვენა სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტის ორი გაჩერება იმოქმედებს - N8-თან და მის მოპირდაპირედ, ასევე, N14-თან და მის მოპირდაპირე მხარეს." - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
რუსებმა მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს შეუტიეს: 2 ადამიანი დაიღუპა, ფუნქციონირება შეჩერებულია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)