|
2026-08-13 19:26:52, 269 ნახვა
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლისა და დასავლელი პარტნიორების პოზიცია ცალსახაა — რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია — საქართველოს შიდა პოლიტიკურ სივრცეში ომის დაწყების გარემოებებზე საუბარი დღემდე ღრმა პოლარიზაციის წყაროა. ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ლიდერების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის რიტორიკა 2008 წლის ომთან დაკავშირებით მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი განცხადებებით ომის დაწყების პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს. 8 აგვისტოს, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგვისტოს ომის მე-18 წლისთავს აღნიშნავდა, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
დაახლოებით იგივე თქვეს “ოცნების” გუნდის სხვა მაღალჩინოსნებმაც. “ოცნება” არ ითვალისწინებს დადგენილ ფაქტებს, რომ - რუსეთის არმიის ნაწილები, როკის გვირაბის გავლით, 7 აგვისტოს უკვე იდგნენ საქართველოს ტერიტორიაზე და არც პუტინის განცხადებებს, რომ ომის გეგმა 2006-2007 წლებში დაამტკიცა. 2013 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა რუსეთის დაინტერესების, მიიტაცოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები. “მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია, მე ამის არ მჯერა. რაც მოხდა და განვითარდა, ამის ანალიზს ახლა არ დავიწყებ. ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო ორივე მხრიდან. და ეს არ არის თანხვედრაში რუსეთის სტრატეგიასთან. მე არავითარი ქვე და დამატებითი კავშირები არ მაქვს რუსეთთან. მხოლოდ ანალიზი შემიძლია და საკმაოდ კარგი ანალიზი შემიძლია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „პალიტრა ტვ“-ის ეთერში. ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი [ომის დროს], დმიტრი მედვედევი “რია ნოვოსტისთვის” 8 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში; პარალელებს ავლებს უკრაინასთან - ომს დასავლეთის დაკვეთად განიხილავს და ემუქრება სომხეთსაც - რომ საქართველოს ბედს გაიზიარებს, თუკი “გააგრძელებს თავის კურსს დასავლეთთან მითური შეერთებისკენ”. მედვედევი აღნიშნავს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება "პრაგმატულ პოლიტიკას“ ატარებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებაში კი აღნიშნავენ, რომ - საქართველოს საზოგადოებაში 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების “გადააზრების მცდელობა” გრძელდება და „საფუძვლიანია მ. სააკაშვილის რეჟიმის სრული პასუხისმგებლობის აღიარება შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაზე“. დღეს კრემლი ისევ ითხოვს ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერას თბილისსა და ცხინვალს, თბილისსა და სოხუმს შორის. საქართველოს სახელმწიფო ამ მოთხოვნას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. “2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას [საქართველოს], როგორც ამ პოლიტიკის გამტარს, მათ შორის - სააკაშვილის რეჟიმის ფიგურებს, როგორც მისი პოლიტიკის ობიექტებს“, - დაწერა 9 აგვისტოს ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ირაკლი კობახიძის სიტყვებს გამოეხმაურა. ამავე განცხადებაში წერია, რომ „დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. სახელმწიფოს მეთაურის რანგში, მას ჰქონდა მანდატი, ესაუბრა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაეცა კრიმინალური ბრძანებები და განეხორციელებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა“. ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი ექსპერტები მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს რამდენიმე ძირითადი მიმართულებით აკრიტიკებენ:
ფოტო მომადებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)