12:53 - 26 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-26 11:41:13, 237 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი კამპუსი - სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

წარმატებისთვის "სწორ დროს და სწორ ადგილას" ყოფნა ყოველთვის საჭირო არ არის. თიბისის დახმარებით, საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ შესაძლებლობას ქმნის თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

ამ ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა თიბისი კამპუსი — უფასო ონლაინ პროგრამა 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის. მონაწილეებს შეუძლიათ ცოდნა მიიღონ მარკეტინგის, პროდუქტის მენეჯმენტის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებებით და სწავლის პარალელურად პრაქტიკული უნარებიც განივითარონ.

გაგაცნობთ თიბისი კამპუსის კურსდამთავრებულს სოფო ბერიძეს ახალციხიდან:

"ჩემი ქალაქის დატოვება არ მინდა და ვფიქრობ, რომ თუ განვითარება და სწავლა გინდა ნებისმიერი ადგილიდან შეძლებ ამას. სწორი ადგილი და სწორი დრო არ არსებობს შენი მომავლის შესაქმნელად. შენ მომავალს ირჩევ შენ. ჩემი მთავრი გეგმაა რომ მიღებული ცოდნა გამოვიყენო სხვადასხვა ობიექტებისთვის მარკეტინგული კამპანიების შესაქმნელად. კამპუსის კურსის გავლის შემდეგ ერთ-ერთ კვების ობიექტს ახალციხეში უკვე გავუწერე მარკეტინგული კამპანია".

კამპუსის პროგრამა მხოლოდ ლექციებს არ გულისხმობს. აქ მონაწილეები ინტერაქციულ ფორმატში სწავლობენ, ურთიერთობენ ლექტორებთან და მენტორებთან, მუშაობენ რეალურ პროექტებზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თანამოაზრეებს იცნობენ. ონლაინ ფორმატი მათ საშუალებას აძლევს, სწავლა საკუთარ ყოველდღიურობას მოარგონ და გეოგრაფიული ბარიერების გარეშე მიიღონ თანამედროვე განათლება.

თიბისი კამპუსს უკვე 1 000-მდე მონაწილე ჰყავს, მათგან 57% რეგიონებიდანაა, ხოლო ბოლო ნაკადი 112-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა.

კამპუსთან ერთად, თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა აერთიანებს თიბისი ტექსკოლასა და თიბისი IT აკადემიასაც. თიბისის ონლაინ განათლების მიზანია, ხარისხიანი განათლება ფინანსურ და გეოგრაფიულ ბარიერებზე დამოკიდებული არ იყოს.

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები — სწორი ადგილია განათლებისთვის!





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
BOG-ის მხარდაჭერით "დომუსი" ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
ონტარიოს პრემიერ-მინისტრი დაგ ფორდი - გაკოტრების მეფე ტრამპმა უკანალზე მაკოცოს
სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვა სცადეს – შსს-მ თბილისში 4 პირი დააკავა
თიბისი კამპუსი - სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics